"გამორიცხული არ არის ამ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს" - რას ამბობს ნათია მეზვრიშვილი ვერაზე მომხდარ სროლაზე - კვირის პალიტრა

"გამორიცხული არ არის ამ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს" - რას ამბობს ნათია მეზვრიშვილი ვერაზე მომხდარ სროლაზე

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე ბრალდებულთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვის პასუხად მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რამდენად შეიძლება მომხდარში გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური ფიგურირებდეს.

"ამ ეტაპზე, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ასევე ერთი პირია დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. რაც შეეხება გიორგი ადუაშვილს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ ეტაპისათვის ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და მისგან ინფორმაცია დანაშაულის დეტალებთან დაკავშირებით არ გვაქვს. დაველოდოთ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. გამორიცხული არ არის ამ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. გამოძიება გრძელდება იმისთვის, რომ მოტივი და უფრო მეტი დეტალი გავარკვიოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

თბილისში, ვერაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ორი პირია დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ა. (გიორგი ადუაშვილი) განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1986 წელს დაბადებული კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"