"ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან" - კვირის პალიტრა

"ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან"

ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო, რათა სწორად მოხდეს პირთა ბრალეულობის ან უდანაშაულობის შეფასება.

"იმის განსასაზღვრად, ვინ არის კრიმინალი და ვინ არა, საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო. პროკურატურას ყველა ქვეყანაში აქვს ამოცანა, თუ ის სწორად მუშაობს, სადაც ეჭვი აქვს დასაჯოს. ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"