"ელ ჯგუფის" დირექტორ გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა დასრულდა - კვირის პალიტრა

"ელ ჯგუფის" დირექტორ გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა დასრულდა

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორ გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, სამართალდამცველებს დამაზუსტებელი კითხვები ჰქონდათ. ამასთან, კობაიძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ჭანტურიას სთხოვეს იმ პირებთან დაკავშირება, რომელთაც ბინები აღნიშნულ კორპუსში აქვთ ნაყიდი, თუმცა იქ არ ცხოვრობვენ.

„ელ ჯგუფის“ დირექტორი დიდ დიღომში, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დღეს მეორედ იმყოფებოდა.

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფმა“ ის საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა. ამ კომპანიის დირექტორი გიორგი ჭანტურია დღეს დიდ დიღომში პოლიციის მეოთხე განყოფილებაში რამდენიმე საათი იკითხებოდა. მან პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ კი აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, პოლიცია არ მუშაობს იმ მიმართულებით, რომ რეალურად მომხდარზე ბრალდებული პირი გამოიკვეთოს.

„გიორგი ჭანტურიას მიმართ ისეთი კითხვები დაისვა, რომ პოლიციის მიზანია, სამწუხაროდ, დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე. ძალიან ცუდია, როდესაც ბრალეულობა რა მიმართულებითაც შეიძლება გამოიკვეთოს, ამ მიმართულებით არ მიდის გამოძიება. “ყაზტრანსგაზს” ჰქონდა აღებული პასუხისმგებლობა და ჩვენ მოსახლეობის სახელით მოვამზადებთ სარჩელს და მოვთხოვთ კომპანიას ზარალის ანაზღაურებას. გიორგი ჭანტურიას არანაირი ბრალი არ მიუძღვის, თუმცა, გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა ალექსანდე კობაიძემ დღეს გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

"ინტერპრესნიუსი"