ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ - კვირის პალიტრა

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ პირებს, გიორგი ადუაშვილსა და მის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება კონსტანტინე ჯორბენაძეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

გიორგი ადუაშვილს კი, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას.

გიორგი ადუაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 11-დან 14 წლამდე, კონსტანტინე ჯორბენაძეს კი, 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წინასასამართლო სხდომა 12 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"