"როგორც ვიცი, სამსახურში დააკავეს" - რას ამბობს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"როგორც ვიცი, სამსახურში დააკავეს" - რას ამბობს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლის ადვოკატი?

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, "ყაზტრანსგაზ - თბილისის" თანამშრომლის, თორნიკე ტატიშვილის ადვოკატი თამარ ჯაფარიძე დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამსახურში დააკავეს და მას ჯერ ჩვენება არ მიუცია. ადვოკატისთვის უცნობია, თუ რას ედავებიან დაკავებულს.

"ამ წუთას მოვედი და ვერკვევი სიტუაციაში. ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. როგორც ვიცი სამსახურში დააკავეს. ჯერ არ გავსაუბრებივარ, არც ჩვენება მიუცია, უბრალოდ დოკუმენტაციას ამზადებენ. ჯერ არ ვიცით რას ედავებიან", - აცხადებს თამარ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ორი თანამშრომელი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"