რუსთავში საეკლესიო მაღაზია გაქურდეს - კვირის პალიტრა

რუსთავში საეკლესიო მაღაზია გაქურდეს

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, წუხელ საეკლესიო მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, ქურდებმა მაღაზიიდან 250 ლარის ოდენობის თანხა და ნივთები წაიღეს.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"