ქუთაისში, მოქალაქეს საკუთარი ეზოდან მიკროავტობუსი მოპარეს - კვირის პალიტრა

ქუთაისში, მოქალაქეს საკუთარი ეზოდან მიკროავტობუსი მოპარეს

ქუთაისში, მიკროავტობუსის ქურდობა მოხდა. მოქალაქეს ტრანსპორტი საკუთარი ეზოდან მოპარეს. დაზარალებულის განცხადებით, მიკროავტობუსი ახალი შეძენილი ყავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მიკროავტობუსი იპოვა. მათივე ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე გამოძიება 177–ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"