დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლებს ბრალი წაუყენეს - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლებს ბრალი წაუყენეს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი წაუყენეს. მათ სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულგრილობას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, ახლა გამომძიებელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლიბის შესატანად მიდის. არც ერთი ბრალდებული არ დაკითხულა, თავს დამნაშავედ არ თვლიან. აღნიშნული ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენ ვითხოვთ, აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახეობა არ იქნეს გამოყენებული და ალტერნატივის სახით გირაო იქნეს შეფარდებული", - განაცხადა ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ორი თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვებიდან ერთი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე გადის.

"ინტერპრესნიუსი"