აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 12 წლის ბავშვი თხრილში ჯართის შესაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით(სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) და 115-ე მუხლით ( თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ექსპერტიზები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.