მარნეულში, სანადირო თოფიდან გასროლით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მარნეულში, სანადირო თოფიდან გასროლით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

მარნეულში, სანადირო თოფიდან გასროლით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა, გუშინ ე.წ. სარვანის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კუთვნილ სანადირო თოფს წმენდდა, რა დროსაც გაუფრთხილებლობით თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"