შსს-მ თბილისში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 2014 წელს დაბადებული ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციითვე, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
"ინტერპრესნიუსი"