შსს-მ თბილისში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

შსს-მ თბილისში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 2014 წელს დაბადებული ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციითვე, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"