რა მუხლით დაიწყო გამოძიება საბავშვო ბაღში ბავშვის მიერ სადეზინფექციო ხსნარის დალევის ფაქტზე? - კვირის პალიტრა

რა მუხლით დაიწყო გამოძიება საბავშვო ბაღში ბავშვის მიერ სადეზინფექციო ხსნარის დალევის ფაქტზე?

ბათუმში, 31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონას მიერ სადეზინფექციო ხსნარის დალევის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ფაქტზე მოკვლევას საბავშვო ბაღის დისციპლინური კომისიაც აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, #31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა სადეზინფექციო ხსნარი დალია. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

იხილეთ ასევე: "ბავშვი შემოვიდა წყალი მთხოვა... ხსნარიანი ჭურჭელი აიღო და..." - რას ამბობს ძიძა, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდა?

"ინტერპრესნიუსი"