რა მუხლით დაიწყო გამოძიება საბავშვო ბაღში ბავშვის მიერ სადეზინფექციო ხსნარის დალევის ფაქტზე?
ბათუმში, 31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონას მიერ სადეზინფექციო ხსნარის დალევის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
ფაქტზე მოკვლევას საბავშვო ბაღის დისციპლინური კომისიაც აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, #31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა სადეზინფექციო ხსნარი დალია. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
"ინტერპრესნიუსი"