ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი საქართველოში პოლიციას ჩაბარდა - კვირის პალიტრა

ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი საქართველოში პოლიციას ჩაბარდა

ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელსაც ახალგაზრდა ქალის მკვლელობა ედება ბრალად და რომელიც საქართველოში იმალებოდა, პოლიციას ჩაბარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Sky News ავრცელებს.

შეგახენებთ, რომ ჯეკ შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცმა გოგონას დახმარება არც სცადა, სამაშველო სამსახური კი შეცდომაში შეიყვანა. შემთხვევა 2015 წლის დეკემბერში მოხდა, შეფერდი კი 2018 წლის ივლისში სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაუჩინარდა და მისი პოვნა პოლიციელებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

"ინტერპრესნიუსი"