გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს - კვირის პალიტრა

გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბრალის წარდგენა თბილისის მთავარ სამმართველოში მოხდა. ქსოვრელს ბრალი 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც შემაკავებელი ორდერის დარღვევას გულისხმობს.

როგორც ქსოვრელის ადვოკატი, ნინო ტაბატაძე განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს და დანაშაულს არ აღიარებს. ქსოვრელისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

4 წლის ბავშვი გუშინ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

"ინტერპრესნიუსი"