სა­კუ­თა­რი ფეხ­საც­მე­ლი მა­ღა­ზი­ა­ში და­ტო­ვა და შე­ნო­ბიდან ახა­ლი ფეხ­საც­მლით გამოვიდა- მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე გერმანიაში ფეხ­საც­მლის ქურ­დო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს - კვირის პალიტრა

სა­კუ­თა­რი ფეხ­საც­მე­ლი მა­ღა­ზი­ა­ში და­ტო­ვა და შე­ნო­ბიდან ახა­ლი ფეხ­საც­მლით გამოვიდა- მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე გერმანიაში ფეხ­საც­მლის ქურ­დო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს

არსებული ინფორმაციით, გერმანიაში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი მელორ ვაჩნაძე ფეხსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 10 დღის წინ, გერმანიის ქალაქ კიოლნში მდებარე TK Maxx-ის მაღაზიაში მოხდა. ვაჩნაძემ 130-ევროიანი ფეხსაცმელი მოსინჯვის მიზნით ჩაიცვა, რა დროსაც მასზე მიმაგრებული ფასის კოდის სისტემა მოხსნა, საკუთარი ფეხსაცმელი მაღაზიაში დატოვა და შენობა ახალი ფეხსაცმლით, თანხის გადაუხდელად დატოვა.

აღნიშნული ფაქტი მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კამერებში დააფიქსირეს, ვაჩნაძე შეაჩერეს და პოლიცია გამოიძახეს. ქურდობის ფაქტზე ადგილობრივი პოლიციაში გამოძიება მიმდინარეობს. წყარო

იხილეთ ასევე: "მართლა დამაკავეს, ოღონდ..." - რას აცხადებს მელორ ვაჩნაძე გერმანიაში მისი დაკავების თაობაზე?