"თუკი ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა დარჩენილი სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე, ეს ილუზია და განცდა გაანადგურა გუშინ, ეთერში მოსამართლედწოდებულმა გვრიტიშვილმა" - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.დეპუტატი აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემის პრობლემების ამაზე უარეს ლუსტრირებას ვერავინ მოახდენდა."ყველა შრომა რაც ჩაიდო ეს წლები - თავად გაანადგურა.კომენტარიც კი ზედმეტია იმაზე რაც იკადრა!!!ეს არის სახე დღეს მართლმსაჯულების! უფრო იოლად გასაგებია რა უნდა შევცვალოთ!ახლა თურმე კრიტერიუმებს თავად წერს - საკუთარ კანდიდატურას რა მოარგოს))ჯალათის როლიდან კანონმდებლის როლში მოისურვეს ყოფნა.კარგად გვაჩვენეს -რა უნდა შევცვალოთ და რატომ!!!", - წერს ეკა ბესელია. იხილეთ ასევე: "რაც გაავრცელეს, ფორმაა ამაზრზენი. ოჯახური თანაცხოვრების ხელყოფა" - ეკა ბესელია საზოგადოებას მიმართავს