"არ მინ­და მა­გის ცო­ლო­ბა, თავს მო­ვიკ­ლავ და არ გავყვებიო" - იორმუღანლოში 28 წლის ბიჭმა სკოლის მოსწავლე მამიდაშვილი მოიტაცა - კვირის პალიტრა

"არ მინ­და მა­გის ცო­ლო­ბა, თავს მო­ვიკ­ლავ და არ გავყვებიო" - იორმუღანლოში 28 წლის ბიჭმა სკოლის მოსწავლე მამიდაშვილი მოიტაცა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საკუთარი ბიძაშვილი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.

შემთხვევა იორმუღანლოს თემის სოფელ ქეშალოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამ სოფელში მცხოვრები მეთორმეტეკლასელი გოგონა საკუთარი მამიდის შვილმა მოიტაცა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, 28 წლის ბიჭმა გოგონა საკუთარი სახლიდან მაშინ მოიტაცა, როცა მამიდის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. შემთხვევა 27 იანვარს მოხდა, სამართალდამცველებმა სკოლის მოსწავლე სახლში დღეს დილით დააბრუნეს.

"ჩემი დისშვილია ეს გოგო. უკვე დააბრუნა პოლიციამ სახლში. მოტაცების დროს ჩემი და სახლში არ იყო, აზერაბიჯანში იყო ახლობლის დაკრძალვაზე. გოგოს მამა გარდაცვლილია და სახლში მარტო იმყოფებოდა ბავშვი. გაგრძელება