თბილისში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

თბილისში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისში" განუცხადეს.

მათივე განმარტებით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა და ამ დროისთვის ზუსტდება, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას თუ ადამიანების გარდაცვალება C0-თი ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი" მომხდარის დეტალებს ამ წუთებში აზუსტებს.

იხილეთ ასევე: "სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი 7-ვე პირი ახალგაზრდა მამაკაცია" - რას ამბობს ისნის გამგებელი?