"სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი 7-ვე პირი ახალგაზრდა მამაკაცია" - რას ამბობს ისნის გამგებელი? - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი 7-ვე პირი ახალგაზრდა მამაკაცია" - რას ამბობს ისნის გამგებელი?

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანი ნაქირავებ ბინაშია გარდაცვლილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით გარდაცვლილების იდენტიფიცირება არ მომხდარა.

"ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, ბინა იყო ნაქირავები. გარდაცვლილია 7 ახალგაზრდა, 7-ვე მამაკაცი. ჯერჯერობით არ მომხდარა მათი იდენტიფიცირება, ასევე მოქალაქეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სავარაუდო მიზეზე ვერაფერს გეტყვით, ამაზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ასეთ დროს ყველა ამბობს, რომ CO-თი მოხდა გარდაცვალება, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა ლაბუჩიძემ.