"წინასწარი ინფორმაციით, თბილისში 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავმა აირმა - C0-მ გამოიწვია" - კვირის პალიტრა

"წინასწარი ინფორმაციით, თბილისში 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავმა აირმა - C0-მ გამოიწვია"

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე არიან მხოლოდ გარდაცვლილები, დაშავებულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის.

სერგეენკოს განმარტებით, პირველადი ინფორმაციით, მოხდა მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება.

"ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 7 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ადგილზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება და იმედია, მალე გვექნება შედეგები. ამ 7 ადამიანის გარდაცვალება დადასტურებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. დაშავებულები არ არიან, სამწუხაროდ, 7 ადამიანი გვყავს გარდაცვლილი", - განაცხადა სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"