"მას შემდეგ რაც სამსახურში არ მივიდნენ, უფროსი მივიდა სახლში და სავარაუდოდ, მან აღმოაჩინა გარდაცვლილებების ცხედრები" - კვირის პალიტრა

"მას შემდეგ რაც სამსახურში არ მივიდნენ, უფროსი მივიდა სახლში და სავარაუდოდ, მან აღმოაჩინა გარდაცვლილებების ცხედრები"

ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები, სავარაუდოდ, მშენებლობაზე მუშაობდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე ადგილობრივმა განუცხადა, ყველა მათგანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

"მას შემდეგ რაც სამსახურში არ მივიდნენ, უფროსი მივიდა სახლში და სავარაუდოდ, მან აღმოაჩინა გარდაცვლილებების ცხედრები", - აცხადებენ ადგილობრივები.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

ისნის გამგებლის თქმით კი, გარდაცვლილი 7-ვე პირი მამაკაცია.

"ინტერპრესნიუსი"