შსს-მ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

შსს-მ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გაგა კირკიტაძის განცხადებით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სამართალდამცველები და ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

"სავარაუდოდ CO-თი, გაზის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა 7 ადამიანი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები, ყველა შესაბამისი სამსახური. დამატებით ინფორმაციას შს სამინისტრო მოგვიანებით მოგაწვდით. მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო მოხდა ამ ადამიანების გარდაცვალება", - განაცხადა კირკიტაძემ.

იხილეთ ფოტოები ადგილიდან, სადაც, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა

"ინტერპრესნიუსი"