ბინის მეპატრონე, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, დაკითხვაზე იმყოფება - კვირის პალიტრა

ბინის მეპატრონე, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, დაკითხვაზე იმყოფება

ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის წვის შედეგად დაგროვილი CO- თი 7 ადამინი გარდაიცვალა. მათ ბინა ნაქირავები ჰქონდათ.

ჩვენი ინფორმაციით, ბინის მეპატრონე, ალექსანდრ მურადოვი, შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება.

"ყაზტრანსგაზის" ინფორმაციით, გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. "ყაზტრანსგაზის" თქმითვე, ბინაში ჩაჭრილი იყო ბუნებრივი აირი, თუმცა მეპატრონემ, სავარუდოდ, თვითნებურად აღადგინა გაზის ბინაში მიწოდება და ამის შემდეგ გააქირავა. გავრცელებული ინფორმაციით, მურადოვი დაკითხვისას ცუდად გახდა.

დანარჩენი გარდაცვლილებიც, სავარაუდოდ, მამა-შვილ სუთიძეების ახლობლები უნდა იყვნენ