რუსეთი ოკუპანტია !
"ამ ბრიგადაში თითქმის ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო, ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან" - ვინ არიან ბუნებრივი აირით გარდაცვლილები?
"ამ ბრიგადაში თითქმის ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო, ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან" - ვინ არიან ბუნებრივი აირით გარდაცვლილები?
ფოტო:ბათო სუთიძე, მისი ვაჟი ანზორი, დისშვილი ნიკა კაპანაძე და ლაშა კობახიძე
საზარელი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ხელსაწყოს ნამწვით დაგროვილი CO-თი 7 ადამიანი გარდაიცვალა.

მათგან ყველაზე უფროსი, ბათო სუთიძე 54 წლის არის, ყველაზე უმცროსი, ლაშა კობახიძე კი - 20-ის. გარდაცვლილები არიან ასევე ბათო სუთიძის შვილი 29 წლის ანზორ (კუსა) სუთიძე, მისი დისშვილი 28  წლის ნიკა კაპანაძე, ძმები - 32 წლის ვახტანგ და 39 წლის ჯონდო ყაზიშვილები, ასევე 24 წლის ნუკრი ჩუბინიძე.

"ყაზტრანსგაზის" ოფიციალური განცხადებით,
კომპანიას ხელსაწყო - ბუნებრივი აირის წყლის გამაცხელებელი ჩახსნილი ჰქონდა, თუმცა ბინის მეპატრონეებმა ის თვითნებურად კვლავ მიუერთეს ბუნებრივ აირს, რის შემდეგაც ბინა გააქირავეს. გარდაცვლილები ზესტაფონის, თერჯოლის, გორის, ასპინძის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ და დედაქალაქის ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშებად მუშობდნენ. გარდაცვლილი მამა-შვილი ბათო და ანზორ სუთიძეები თერჯოლიდან
იყვნენ, ცხინვალიდან დევნილები იყვნენ ძმები ყაზიშვილები, რომლებიც ამჟამად გორში ცხოვრობდნენ.

ბათუ სუთიძის ახლობელი ოჯახის ტრაგედიის შესახებ გვესაუბრება:
- ბათუ ტრაგიკული ბედის კაცი გამოდგა. ის თერჯოლაში ცხოვრობს, სხვა სახლ-კარი მას არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, - მისი მეუღლე წლებია მძიმე დაავადებას ებრძვის, ამას იმდენი ფინანსები სჭირდებოდა, იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი და სამუშაო ეძებნა.
ძმები ვახტანგ და ჯონდო ყაზიშვილები
პირველად ცოლის ნათესავებთან ცხოვრობდა თეთრიწყაროში, მაგრამ იქედან რომ ვერ იარა, თბილისში ნაქირავებ ბინაში გადავიდა. მშენებლობაზე მუშაობა წამოიწყო, თან თავისი ერთადერთი შვილი, ანზორიც აიყოლია. ისიც მამასავით შრომისმოყვარე იყო. თბილისში ხან რომელ მშენებლობაზე მუშაობდნენ, ხან რომელზე. ბოლოს ყაზბეგში იყვნენ, თბილისის ობიექტი სულ ერთი თვის ნაშოვნი ჰქონდათ. ბათუ სანდო კაცი იყო, ამიტომ ყველგან ეძახოდნენ. ბოლოს სამშენებლო ბრიგადაც შექმნა, - ამბობდა, სანდო ბიჭები მყავს, უსაქმურ კაცს არ მივიღებ, რომ შემარცხვინოსო. ამ ბრიგადაში ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო და ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან… უდიდესი ტრაგედია მოხდა, არ ვიცი, ამ უბედურებას როგორ გავუძლებთ...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათოს თან დისშვილიც ახლდა...
- დიახ. ნიკა კაპანაძე. ის ასპინძაში ცხოვრობდა და ბიძამ წამოიყვანა სამუშაოდ თბილისში. დალხინებით არც ბათოს და ცხოვრობდა ასპინძაში.
ნიკა ლომიძე და ნუკრი ჩუბინიძე
ენითაუღწერელი უბედურება მოხდა-მეთქი. მათ ოჯახებში რა ტრიალებს ენა ვერ აღწერს. ბიჭებს შორის ყველაზე პატარა, ლაშა კობახიძე სულ 20 წლის არის. და იცით რატომ იყო წასული სამუშაოდ? - ფულს აგროვებდა, რომ უცხოეთში წასულიყო, იქედან დაეხმარებოდა ოჯახს და უნდოდა აეწყო ცხოვრება. ლაშას 8 წლის უმცროსი და ჰყავს, გიჟდებოდა მასზე, ამბობდა, ჩემ დას არაფერი უნდა ეკლდესო...
განადგურდა ბათო სუთიძის ოჯახი ბოლომდე, დახოცილი არიან მწუხარებისაგან მისი ძმები, ყველანი დახოცილები ვართ...

ლაშა კობახიძის ახლობელი გვეუბნება, რომ ბიჭი წლების განმავლობაში სტიქაროსანი იყო, სამუშაოდ კი რამდენიმე თვეა, რაც თბილისში წავიდა.

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.


(სპეციალურად საიტისთვის)

მერაბი
01 თებერვალი 2019 15:31
ერთად ვიყავით ჯარში მე და ბაჩო ძალიან მეწყინა
Tamo
01 თებერვალი 2019 12:37
გასკდა გული,სად გვყავს ასეთი ჟან ღონით სავსე ბიჭები დასაკარგი.
ნაზი
01 თებერვალი 2019 12:28
ღმერთო რასაშინელებაა.გაიღვიძოს ჩვენმ ხელოსუფალმაა რამე გააკეთოს ადამიანები ეწერება უპასუხისმგებლო ადამიანებს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები