ვინ არიან დები, ვინც, "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე დააკავეს? - კვირის პალიტრა

ვინ არიან დები, ვინც, "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე დააკავეს?

ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათი პარტიის ორი წევრი დააკავეს. ისინი აჭარის ორგანიზაციის წევრები, დები - ირმა და ინგა ხოროიშვილები არიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანეს და მათი მობილური ტელეფონები ექსპერტიზაზე გადაგზავნეს.

აქტივისტების დაკითხვის გამო, მთელი ღამის განმავლობაში პარტიის წევრები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ, სადაც ხმაური იყო, ისინი ხელისუფლებას ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

ხოროიშვილების სავარაუდო დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.