მორიგ ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის მე-11 კლასელი ბიჭი - კვირის პალიტრა

მორიგ ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის მე-11 კლასელი ბიჭი

31 იანვარს, გვიან ღამით, გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქიწნისთან, ტარგედია დატრიალდა, სადაც „ოპელის“ მარკის ავტომობილი ვაშლით დატვირთულ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ 20 და 23 წლის ახალგაზრდები, მესამე კი, 18 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ,,გორმედის" ქსელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია იყო. მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

როგორც ირკვევა, ავარიის დროს გარდაცვლილი სამივე ახალგაზრდა გორის რაიონის, სოფელ ტყვიავის მკვიდრი იყო. საჭესთან თორნიკე გიგუაშვილი იჯდა, მასთან ერთად იყვნენ გიორგი მერებაშვილი და ტყვიავის საჯარო სკოლის მეთერმეტეკლასელი დავით ცოტნიაშვილი.