"სამსახურში გუშინ მიაკითხეს და იქ დააკავეს" - რას ამბობს დაკავებული მომღერლის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"სამსახურში გუშინ მიაკითხეს და იქ დააკავეს" - რას ამბობს დაკავებული მომღერლის ადვოკატი?

ჩემი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში გუშინ მიაკითხეს და იქ დააკავეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებული მომღერლის, გიორგი გასვიანის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა განუცხადა.

მას ბრალს დღეს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.

"დეტალებს ვერაფერს გეტყვით, ჯერ ბრალიც არ წაუყენებიათ, ჯერჯერობით, ჩემსა და გამომძიებელს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა", - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 16 პირიდან ერთ-ერთი მომღერალი, პროექტ "იქს ფაქტორის" მონაწილე, გიორგი გასვიანია.

"ინტერპრესნიუსი"