მკვლელობა ახმეტაში - ახალგაზრდა მამაკაცმა თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა - კვირის პალიტრა

მკვლელობა ახმეტაში - ახალგაზრდა მამაკაცმა თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ ოჯიოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკაცმა თავისივე ასაკის თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. რა გახდა თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარის შესახებ დეტალებზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებს.

მათი თქმით, ახალგაზრდები მეგობრობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებისვე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"