ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა - კვირის პალიტრა

ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძმის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მომხდარის დეტალები უცნობია.

მკვლელობის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია.

"ინტერპრესნიუსი"