ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ მომღერალ გიორგი გასვიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს - კვირის პალიტრა

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ მომღერალ გიორგი გასვიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებულ მომღერალს, გიორგი გასვიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია გასვიანის მეგობარმა მიაწოდა.

გიორგი გასვიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს. ის გორის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

როგორც მისი ადვოკატი, კახა ხვისტანი აცხადებს, გიორგი გასვიანი სამართალდამცავებმა გუშინ, სამსახურში დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, გასვიანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 16 პირიდან ერთ-ერთი მომღერალი, პროექტ "იქს ფაქტორის" მონაწილე, გიორგი გასვიანია.

"ინტერპრესნიუსი"