"ვი­ღა­ცის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გარ­თო­ბას შე­ე­წი­რა ჩემი ტა­სუ­ნას სი­ცო­ცხლე" - 18 წლის გოგოს, რომელმაც წლი­ნა­ხევ­რის პატარა იმსხვერპლა, 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

"ვი­ღა­ცის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გარ­თო­ბას შე­ე­წი­რა ჩემი ტა­სუ­ნას სი­ცო­ცხლე" - 18 წლის გოგოს, რომელმაც წლი­ნა­ხევ­რის პატარა იმსხვერპლა, 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

მოზარდს, რომელმაც ლისის ტბაზე წლინახევრის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა სამწლიანი პატიმრობა შეეფარდა. ორი თვის წინ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 27 ნოემბერს ლისის ტბაზე ავტომობილის დაჯახების შედეგად 18 წლის გოგონამ წლინახევრის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამა სამ მცირეწლოვან შვილს ლისის ტბის ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ პერიმეტრზე ასეირნებდა. სწორედ ამ დროს გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ML-ს მაკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და წლინახევრის გოგონას დაეჯახა. ბავშვმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა.

სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მ.ჯ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისიწნებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ვინაიდან ჩადენის მომენტში მ.ჯ არასრულწლოვანი იყო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 3-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. აღნიშნულ საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართოში გუშინ გაიმართა, სადაც საქმის პროკურორმა გარდაცვლილი წლინახევრის გოგონას დედის წერილი წაიკითხა: გაგრძელება