"თორნიკეს დედ-მამა არ ჰყავდა, პატარა ძმაზე და მოხუც ბებია-ბაბუაზე ზრუნავდა" - ვინ არიან საზარელ ავარიას შეწირული ახალგაზრდები?
"თორნიკეს დედ-მამა არ ჰყავდა, პატარა ძმაზე და მოხუც ბებია-ბაბუაზე ზრუნავდა" - ვინ არიან საზარელ ავარიას შეწირული ახალგაზრდები?
ფოტო:დავით ცოტნიაშვილი, თორნიკე გიგუაშვილი, გიორგი მერებაშვილი
გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ტყვიავი-ქიწნისის გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. სამივე სოფელ ტყვიავის მკვიდრი იყო - გიორგი მერებაშვილი 22 წლის, თორნიკე გიგუაშვილი 19-ის, დავით ცოტნიაშვილი კი 18-ის. "ოპელის" მარკის ავტომანქანაში მსხდომი ახალგაზრდები დაახლოებით ღამის 12 საათზე შეეჯახნენ ვაშლით დატვირთულ სატვირთოს. მათგან "ოპელის" საჭესთან მჯდომი თორნიკე გიგუაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. გიორგი მერებაშვილი და დათო ცოტნიაშვილი კი კლინიკაში მიყვანამდე. საქმე მომხდარზე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ავტომანქანის მოძრაობისას ექსპლოატაციის ან
მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

სოფელ ტყვიავის მკვიდრი მომხდარ უბედურებაზე გვესაუბრება:
- სამივე იმდენად კარგი ბიჭი იყო, მათმა გარდაცვალებამ გაგვანადგურა. ბიჭები როგორც ჩანს, სწრაფად მიდიოდნენ, შეჯახებისას მანქანა ისეთ დღეშია, მათ, ფაქტობრივად, გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ... თორნიკე მანქანის საჭესთან უკვე კარგა ხანია იჯდა და
ნასვამი არასდროს გვინახავს საჭესთან. ახლა რა მოხდა, არ ვიცი…

მას საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა, არც დედა ჰყავს, არც მამა, შინ პატარა ძმა და მოხუცი ბაბუა-ბებია ჰყავდა მისახედი, მანქანაც ოჯახური საჭიროების მიზნით ბებია-ბაბუამ უყიდა. ოჯახში ყველა საკაცო საქმეს თორნიკე უძღვებოდა, საუკეთსო ძმა და შვილიშვილი იყო...

- გავრცელებეული ინფორმაციით, თორნიკეს დედა ემიგრაციაშია...
- დიახ, თუმცა მან წლების წინ ოჯახი მიატოვა და ისე აღმოჩნდა მეორე ქორწინებაში, რომ ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ იმ დღეს გაიგო, როდესაც ბავშვებმა დედა მოიკითხეს და შინ არ აღმოჩნდა. თორნიკეს მამა ამის გამო ნერვიულობას გადაჰყვა და სამი წლის წინ გარდაიცვალა. ასე, რომ თორნიკე და მისი პატარა ძმა ბებია-ბაბუის და ბიძა-ბიცოლის იმედად დარჩნენ. ბიძა-ბიცოლა ძალიან თბილი და მოსიყვარულე ხალხია, მაგრამ თორნიკეს 8 წლის ძმა, მაინც თორნიკეს შესცქეროდა, სულ უფროს ძმაზე იყო "აწებებული". ამ ბავშვის სიხარული თორნიკე იყო და არც კი ვიცი, როგორ გამოვა ამ სტრესიდან.

- სოციალური ქსელით მეთერთმეტეკლასელი დათო ცოტნიაშვილის ვიდეო ვრცელდება, სადაც ლექსებს კითხულობს, როგორც ჩანს, პოეზია უყვარდა.
- დიახ, უსაყვარლესი ბიჭი იყო...  თვალები მუდამ ისე უციმციმებდა, თითქოს ვარსკვლავებიაო. მთელი სკოლა ტირის დათოს. კარგი და შრომისმოყვარე მშობლების შვილი სხვანაირი ვერც იქნებოდა. მისი ოჯახი სოფელ ერედვიდან ლტოლვილია. მუხლჩაუხრელი და პატიოსანი შრომით იმდენი შეძლეს, რომ ტყვიავში სახლ-კარი იყიდეს. არ ულხინთ, მაგრამ ბედნიერები იყვნენ, - კოტეჯებში ვერ ვიცხოვრებთ, გვინდა ნამდვილ ეზო-კარში ვიფუსფუსოთო. შვილებსაც მშრომელებად ზრდიდნენ. დათოს ერთი ძმა ჰყავს, ისიც დათოსავით ნათელი ბავშვი… ასეთი კარგი იყო გიორგიც. ის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ სოფელი უყვარდა და ხშირად ჩამოდიოდა... თითქოს აქაურობაზე იყო მიჯაჭვული…… ახლა სამივე სამუდამოდ მიაბარეს ამ სოფლის მიწას.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო - დათო ცოტნიაშვილი კითხულობს ლექსს

თამარი
03 თებერვალი 2019 07:26
ეჰ დალოცვილო ღმერთო. ომს გადაურჩნენ ეს ბავშვები და თავიანთ წერას ანუ ბედს ვერა .
უფალმა
ნათელში ამყოფოს მათლამაზი სულები .
...
03 თებერვალი 2019 00:36
რამხელა ტყუილია.თორნიკეს.ეხლა.დედა.დასტირის და არანაურუ.მეორე ქორწინებაში არ იმყოფება,საიდან ხალხნო ამდენი აიბიროტე..თორბიკეს დედა ნამდვილად ემიგრაციაშია იყო.როგორც კი შვილის ტრაგედია შეატყობინეს იმ ღამითვე გამოფრინდა და ახლა მასთან იმყიფება..წერეთ სიმართლე და ისედაც დაზაფრულ დედას უარესად ნუ დაზაფრავთ..სულ 3 წელია რაც თირნიკეს.დედა წასულია მანამდე იყო თავის შვილებთან სახლში.
пп
02 თებერვალი 2019 22:30
ყველაფერი გაჭირვებულს უნდა დაემართოს,გასკდა გული. საცოდავი.ნათელში

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-07-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-07-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?