პოლიციამ იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - კვირის პალიტრა

პოლიციამ იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ. ი. თბილისში დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ი.-მ თბილისში, პატარიძის ქუჩაზე, იეჰოვას მოწმეს, 1954 წელს დაბადებულ ო. ა.-ს რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით ჩადენილი დევნის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"