თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თამარაშვილის ქუჩაზე სროლისას ახალგაზრდა მამაკაცია დაჭრილი. როგორც ცნობილია, გასროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

თვითმხილველთა თქმით, მათ 5 გასროლის ხმა გაიგეს.

ამჟამად თამარაშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.