„ბავშვი ჩემი ნათლული იყო. უზომოდ უყვარდა ბიძას. ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან..."
„ბავშვი ჩემი ნათლული იყო. უზომოდ უყვარდა ბიძას. ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან..."
ტრაგედია დატრიალდა რუსთავში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა 12 წლის ძმისშვილი დანით მოკლა. როგორ მოგვიანებით გაირკვა, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ის ნარკომომხმარებელიც არის, თუმცა ოჯახის ახლობლების თქმით, ეს ტყუილია და მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე ნარკომომხმარებელი არ არის. მათივე თქმით, გარდაცვლილი ბიჭუნა ირემაძის ოჯახში ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა და იზრდებოდა და ბიძას ბავშვი უზომოდ უყვარდა.

„ბავშვი ჩემი ნათლული იყო. უზომოდ უყვარდა ბიძას. ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან. დედა ცალკე ცხოვრობს. მამა პოლონეთშია
სამუშაოდ წასული. საშინელი ამბავი მოხდა. ჩემმა მეგობრებმა ფსიქიატრიულში წაიყვანეს გუშინ. იქ ადგილი არ ჰქონდათ და არ დაიტოვეს, ამიტომ იმავე კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობისთვის 3000 ლარი მოსთხოვეს. ამხელა თანხა არ ჰქონდათ და უკან წამოიყვანეს. ნარკოდამოკიდებული არ იყო. როგორც ირკვევა რაღაც ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა.
სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. იმედია ერი უფრო მეტ სიყვარულს ისწავლის ერთმანეთის. ბოლო დროს ბევრი აგრესიაა დაგროვილი", - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ნათლიამ ამირან ჯანჯღავამ ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის #15-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო.

რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

"მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ძმის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, ნარ­კო­ლო­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის (სა­ვა­რა­უ­დოდ მა­რი­ხუ­ა­ნას)ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ შე­მო­იყ­ვა­ნეს, მას არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და მწვა­ვე ფსი­ქო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ში­ში მოქ­მე­დე­ბა, კი­თხვებ­ზე ადეკ­ვა­ტუ­რად პა­სუ­ხობ­და და მან უარი გა­ნა­ცხა­და სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბა­ზე", - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ლაშა კი­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, პა­ცი­ენ­ტი ვ.ი. კლი­ნი­კა­ში გუ­შინ თან­მხლებ­მა პი­რებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 21:45 სა­ათ­ზე, მი­იყ­ვა­ნეს. ისი­ნი გან­მარ­ტავ­დნენ, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას ზე­მოქ­მე­დე­ბის დროს ის აგ­რე­სი­უ­ლი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა, კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის დროს, მას არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და მწვა­ვე ფსი­ქო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, უარ­ყოფს ახ­ლობ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბა­ში პა­ცი­ენტს 3000 ლარი მოს­თხო­ვეს და გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა არ გა­კერ­თბუ­ლა, ვი­ნა­ი­დან მა­მა­კაც­მა კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ნა არ ისურ­ვა.

"პა­ცი­ენ­ტმა თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად ჩვენს კლი­ნი­კას და­ახ­ლო­ე­ბით 21:45 სა­ათ­ზე მო­მარ­თა. ახ­ლობ­ლე­ბის გად­მო­ცე­მით, ის იმ­ყო­ფე­ბო­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის, სა­ვა­რა­უ­დოდ მა­რი­ხუ­ა­ნას ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, რის გა­მოც ის პე­რი­ო­დუ­ლად ხდე­ბო­და აგ­რე­სი­უ­ლი და ავ­ლენ­და არა­ა­დეკ­ვა­ტურ ქცე­ვებს. შე­მოყ­ვა­ნის მო­მენ­ტში მას არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და მწვა­ვე ფსი­ქო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ში­ში მოქ­მე­დე­ბა, კი­თხვებ­ზე ადეკ­ვა­ტუ­რად პა­სუ­ხობ­და და მან უარი გა­ნა­ცხა­და სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბა­ზე. ვი­ნა­ი­დან ნარ­კო­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ ით­ვა­ლის­წი­ნებს იძუ­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას, ჩვენ არა­ნა­ი­რი ინ­სტრუ­მენ­ტი არ გვქონ­და მკურ­ნა­ლო­ბი­სა და დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნის, რად­გან პა­ცი­ენ­ტმა უარი გა­ნა­ცხა­და.

ანა
12 თებერვალი 2019 07:58
ახლა ავადმყოფმა თანხმობა თუ არ განაცხადა,საავადმყოფოს არ აქვს უფლება ის იზულებით დატოვოს,ავადმყოფიც ცოდოა და მისი პატრონიც.

მედეა
11 თებერვალი 2019 11:02
მწუხარებას გამოვთქვამ და ვტირი ჩვენი სახელმწიფოს დაულაგებელი კანონმდებლობის გამო. ადამიანის უფლებების დარღვევის შიშით, ფსიქიურად აშლილი კაცის ქმედებაც ვერ გაგვინეიტრალებია! ესაა გაუკუღმართებული "ჰუმანურობის უსაშინელესი შედეგი და მ ე რ ა მ დ ე ნ ე უცოდველი ადამიანი უნდა დავკარგოთ ამ ფსევდოლოიალობის გამო?! სადაა გამოსავალი?. ფსიქიატრიულ კლინიკებს პოლიტიკურად მოწინააღმდეგეების დასათრგუნად იყენებდნენ და ამ მოტივით--დახურეს, არადა, ავადმყოფები უნებურად მკვლელები ხდებიან--ეს ტრაგედიაა. 2 უკიდურესობიდან უნდა ავირჩიოთ სიცოცხლეზე ორიენტირებული კ ა ნ ო ნ ი--ფსიქიურად არასაიმედო პირი--ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ -უნდა დააშორონ საზოგადოებას, თუნდაც ძ ა ლ დ ა ტ ა ნ ე ბ ი თ ი ფორმით. ახლა ჭკვიანადაა, მერე რა იცი რას ჩაიდენს! თვითონაც უბედურია და მისი ახლობლებიც გააუბედურა. ადრე, 10-12 წლის წინ, ასეთმა კაცმა ცოლშვილი დახოცა, მერე გონს რომ მოვიდა თავიც მოიკლა. მაშინ უნდა მოეხდინა სახელმწიფოს შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიების გატარება, მაგრამ ვინაა პატრონი!, საზოგადოებამ რა ქნას, ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო უნდა ზრუნავდეს პრევენციაზე, "ჭირმა თავი არ დამალა", ვ ა ი !

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-02-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა