"ამბობდა, რომ გარესამყაროსგან იღებდა აბსურდულ დავალებებს" - რას ამბობს ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობელი?
"ამბობდა, რომ გარესამყაროსგან იღებდა აბსურდულ დავალებებს" - რას ამბობს ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობელი?
ბოლო პერიოდში ბრალდებულს აღენიშნებოდა ჰალუცინაცია, ის იყო არაადეკვატური, ვერ აცნობიერებდა არსებულ გარემოს, მას ჰქონდა მოჩვენებითი სამყაროს მიმართ მყარი მიდრეკილება. ის ამბობდა, რომ გარესამყაროსგან იღებდა აბსურდულ დავალებებს, - აცხადებს ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობელი ამირან ჯანჯღავა.

მისივე თქმით, 13 წლის ბავშვი ბიძის, ვალერი ირემაძის მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა.

„ბავშვი ბიძის მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა. მას ძალიან დიდი ამაგი აქვს ბავშვის აღზრდაში. რომ არა შეურაცხადობა და გაუაზრებელი ქმედება, ეს შედეგი არ დადგებოდა", - აცხადებს
ჯანჯღავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


"ინტერპრესნიუსი"

rustaveli
11 თებერვალი 2019 21:31
სხვათა შორის ბატონი ჯანჯღავა, რუსთავის საკრებულოს დეპუტატია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საატესტატო გამოცდების გაუქმების ფაქტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საატესტატო გამოცდების გაუქმების ფაქტს?