როგორია, სავარაუდოდ, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია, სავარაუდოდ, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილ 43 წლის ქალბატონს აღენიშნებოდა ზურგის არეში მიყენებული ჭრილობა, პაციენტი კვლევების შემდეგ გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა მარინე გელანტიამ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და გადაყვანილია განყოფილებაში შემდგომი მონიტორინგისთვის. ექიმის ინფორმაცით, პაციენტი კონტაქტურია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას.

თბილისში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩაზე მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"