ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც საქმე "ქურდებში გაურჩიეს" - კვირის პალიტრა

ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც საქმე "ქურდებში გაურჩიეს"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. "ქურდულ შეკრებაში" მონაწილე 5 პირი დააკავა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქესა და ბიზნესმენს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით "ქურდული შეკრება" გაიმართა, რომელშიც კრიმინალური სამყაროს წევრები მონაწილეობდნენ.

Ambebi.ge ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომელსაც მოქალაქემ დავა "ქურდებში გაურჩია" ჯენერი მესხიაა. იგი შპს "აპოლოს" 100%-იანი წილის მფლობელია. მას მოქალაქე მერაბ კაჭკაჭიშვილთან დავა, სავარაუდოდ, თანხასთან დაკავშირებით ჰქონდა, რომლის მოგვარებაც კაჭკაშიშვილმა "ქურდებს" სთხოვა.

"ქურდულ შეკრებაში" კაჭკაჭიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: ირაკლი მოსაშვილი, ლაშა სირბილაძე, ირაკლი რიჟამაძე და შაქრო ქარელიშვილი. იხილეთ სრულად