13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს
13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს
13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს. როგორც ვალერი ირემაძის ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრხ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულლწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ხვალ იგეგმება სასამართლო სხდომა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

გამომძიებელ ნუკრი მატუას განცხადებით, ბრალდებული კონტაქტურია, თუმცა დუმილის უფლებით სარგებლობს,
ასევე, დაგეგმილია ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება.

სასამართლო სხდომის ჩატარებამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დარჩება.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები