წყნეთში მუნიციპალური ავტობუსი ხეს შეეჯახა, არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

წყნეთში მუნიციპალური ავტობუსი ხეს შეეჯახა, არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წყნეთში 5 ადამიანი დაშავდა. მუნიციპალური ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.