13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.

ვალერი ირემაძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ბ" პუნქტებით გუშინ საღამოს წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა რუსთავში, 10 თებერვალს მოხდა.

წინასასამართლო სხდომა 4 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

იხილეთ ასევე: "საოჯახო დანით ბავშვს სხეულზე 20-მდე დაზიანება მიაყენა" - რას ამბობს პროკურორი ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო