დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვეს
დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვეს
მოსამართლემ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მიიღო.

'ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არ სურდა და მან პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.

"მურუსიძე-ნარიმანიშვილის სასამართლოზე დასწრება არ მსურს, გამიშვით დარბაზიდან", - განაცხადა კირკიტაძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განმარტებით, კირკიტაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

დაცვის
მხარე კი, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა.

დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა თავის შუამდგომლობაში ორ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, რის მიხედვითაც, კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა.

ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძე სხვა საქმეზე, სადაც მას აღკვეთის
ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, გამართლდა, ის ნასამართლევი არ არის. ასევე, ადვოკატი განმარტავდა, რომ კირკიტაძე მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რადგან საქმეში არსებული მოწმეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, პოლიციელები არიან. ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და გუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?