"2008 წელს ძარცვისთვის, შემდეგ კი ცემისთვის იყი ნასამართლევი" - რას ამბობს პროკურორი ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?
"2008 წელს ძარცვისთვის, შემდეგ კი ცემისთვის იყი ნასამართლევი" - რას ამბობს პროკურორი ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?
ფოტო:ვალერი ირემაძე
13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი წარსულში ძარცვისა და ცემისთვის იყო ნასამართლევი, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ჯალაღონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულს „არ უფიქსირდება“, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

"რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხად მდგომარეობაში, ამაზე დაინიშნა სტაციონარულ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს, მოქმედებდა თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხად მდგომარეობაში. ექსპერტიზის დასკვნა იქნება განმსაზღვრელი, მოხდება თუ არა ბრალდებულის სისხლის სამართლის წესით გასამართლება, თუ
დაენიშნება იძულებითი მკურნალობა.

ამ ეტაპზე, ვიდრე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაუტარდეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, საპატიმრო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.

ბრალდებულს არასდროს უფიქსირდება, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. იგი 2008 წელს ძარცვისთვის, ხოლო 2014 წელს ცემისთვის იყი ნასამართლევი," - განაცხადა პროკურორმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-02-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა