"2008 წელს ძარცვისთვის, შემდეგ კი ცემისთვის იყი ნასამართლევი" - რას ამბობს პროკურორი ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე? - კვირის პალიტრა

"2008 წელს ძარცვისთვის, შემდეგ კი ცემისთვის იყი ნასამართლევი" - რას ამბობს პროკურორი ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი წარსულში ძარცვისა და ცემისთვის იყო ნასამართლევი, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ჯალაღონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულს „არ უფიქსირდება“, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

"რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხად მდგომარეობაში, ამაზე დაინიშნა სტაციონარულ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს, მოქმედებდა თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხად მდგომარეობაში. ექსპერტიზის დასკვნა იქნება განმსაზღვრელი, მოხდება თუ არა ბრალდებულის სისხლის სამართლის წესით გასამართლება, თუ დაენიშნება იძულებითი მკურნალობა.

ამ ეტაპზე, ვიდრე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაუტარდეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, საპატიმრო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.

ბრალდებულს არასდროს უფიქსირდება, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. იგი 2008 წელს ძარცვისთვის, ხოლო 2014 წელს ცემისთვის იყი ნასამართლევი," - განაცხადა პროკურორმა.

"ინტერპრესნიუსი"