"ქურდებს სიცოცხლე" - როგორ ესალმებიან ე.წ. კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვს პატიმრები - კვირის პალიტრა

"ქურდებს სიცოცხლე" - როგორ ესალმებიან ე.წ. კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვს პატიმრები

რუსულ მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ესალმებიან "ზონაზე" მოსულ ახალ "კანონიერ ქურდს".

კადრში მამაკაცი ჩანს, რომელიც თავიდან სხვადასხვა შენობაში მყოფ პატიმრებს ეძახის, ხოლო შემდეგ ე.წ. მიმართვას ავრცელებს:

მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს საერთო სახლს. გაძლიერდეს და აყვავდეს ყველა, მათ შორის, ქურდული სამყაროც. მოდით, ყველანი ერთად მივესალმოთ ჩვენს უფროს ძმას, შაქრო "ახალგაზრდას", რომელიც დღეს ჩვენთან მოვიდა. ვუსურვოთ მას კარგი ჯანმრთელობა, თმენის უნარი, ქურდული იღბალი და ყველაფერი ნათელი ღმერთისგან".

ამ მიმართვის შემდეგ ე.წ. სპიკერი ყვირის ფანჯარაში: "ქურდებს სიცოცხლე".

წყარო: palitravideo.ge

იხილეთ ასევე: ვინ არის ქალი, რომლის გამოც "ბოსების ბოსი" ციხეში გაუშვეს?