რუსთავის საქალაქო სასამართლომ 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.ვალერი ირემაძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით გუშინ საღამოს წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.შეგახსენებთ, რომ მკვლელობა რუსთავში, 10 თებერვალს მოხდა.წინასასამართლო სხდომა 4 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. იხილეთ ასევე: "2008 წელს ძარცვისთვის, შემდეგ კი ცემისთვის იყი ნასამართლევი" - რას ამბობს პროკურორი ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?