პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ბათუმის პოლიციაში კიდევ ერთი ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ბათუმის პოლიციაში კიდევ ერთი ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში ერთი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გამოკითხვაზე იმყოფება ზაალ ლატარია.

უწყების განმარტებით, აღნიშნული პირი გამოკითხვაზე მოწმის სტატუსითაა დაბარებული.

არსებული ინფორმაციით, დაკითხვაზე მყოფი ზაალ ლატარია ყოფილი სამხედროა და ის ზუგდიდში ცხოვრობდა.

საქმე ეხება დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გასაჯაროებას, რა საქმეზეც შსს-ს ამ ეტაპზე 20-მდე პირი ჰყავს დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"