მეშვიდეკლასელ გოგონას ადევნებისა და მასზე გარყვნილი ქმედების გამო გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

მეშვიდეკლასელ გოგონას ადევნებისა და მასზე გარყვნილი ქმედების გამო გამოძიება დაიწყო

რუსთავში არასრულწლოვანზე ადევნებისა და გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მეშვიდეკლასელ გოგონას მამაკაცი სამარშრუტო ტაქსში მაშინ აედევნა, როდესაც ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.

არასრულწლოვანმა 112-ში თავად დარეკა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"